საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირველი კვარტლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის სექტორული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (15.7%) განათლებაში დაფიქსირდა. განათლების სექტორში 2019 წლის პირველ კვარტალში 38 მლნ ლარით მეტი დამატებული ღრებულება შეიქმნა, ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში. მეორე ადგილზეა სასტუმროები და რესტორნებია 13.1%-ით, ხოლო მესამეზე კავშირგაბმულობაა 12.3%-ით.

ეკონომიკა შემცირდა მშენებლობის (-9.6%), მრეწველობის (-1.3%) და სოფლის მეურნეობის (-0.3%) სექტორებში.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 16.8%-ით. მეორე ადგილზე მრეწველობაა 16.6%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 8.4%-ით.

ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის სექტორული ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში

ეკონომიკის სექტორები

ზრდა

განათლება

15.7%

სასტუმროები და რესტორნები

13.1%

ტრანსპორტი

12.8%

კავშირგაბმულობა

12.3%

ჯანმრთელობის დაცვა

11.4%

ოპერაციები უძრავი ქონებით

11.1%

ვაჭრობა; ავტომობილების, საგნების რემონტი

6.7%

სახელმწიფო მმართველობა

6.2%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

4.8%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

4.3%

საფინანსო საქმიანობა

3.7%

სოფლის მეურნეობა

-0.3%

მრეწველობა

-1.3%

მშენებლობა

-9.6%

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

ღვინის ექსპორტით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

წინა სტატია

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა
02 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

რა გავლენა ექნება რუსულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? - Fitch-ის შეფასება
02 ივლისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა