მარტში დეპოზიტების დოლარიზაციამ 62.7 პროცენტს მიაღწია

2015 წლის მარტში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 233 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან ლარში განხორციელებული დეპოზიტები 6.6 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული - 226 მილიონი ლარით. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 1.2% პუნქტით გაიზარდა და 62.7%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლით დოლარიზაციის დონე 2011 წლის მონაცემს დაუბრუნდა.

ჯამში, დოლარში განხორციელებულია 8.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.4%.

წინა სტატია

სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი 2.32-მდე გაიზარდა
28 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ლუქსემბურგია
30 აპრილი, 2015
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა