საქართველოში ირანელი მოგზაურების რაოდენობა 57.8%-ით შემცირდა

ივნისში საქართველოში 13 230 ირანელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 54%-ით ჩამორჩება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ირანიდან საქართველოს 61 340 მოგზაური ეწვია, რაც 57.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ირანიდან  145 159 ვიზიტორი ეწვია. 

2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ზრდა +10%. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%. 

რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე - ზრდა +18%. 

ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა - ზრდა +20.2%.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - ზრდა 30.8% იყო

რა შეცვალა იპოთეკის ბაზარზე საბანკო რეგულაციებმა

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - ზრდა 30.8% იყო

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - ზრდა 30.8% იყო

წინა სტატია

Haziran ayında Gürcistan'da deflasyon görüldü, yıllık enflasyon oranı azaldı
03 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის დონე შემცირდა
03 ივლისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა