ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის დონე შემცირდა

2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -1.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.0 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.9 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი (4.3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი).
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9 პროცენტით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).

ჩვენ გირჩევთ

დარღვევები, რომლებიც აუდიტორული ფირმების შემოწმებისას გამოვლინდა

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

დარღვევები, რომლებიც აუდიტორული ფირმების შემოწმებისას გამოვლინდა

დარღვევები, რომლებიც აუდიტორული ფირმების შემოწმებისას გამოვლინდა

წინა სტატია

საქართველოში ირანელი მოგზაურების რაოდენობა 57.8%-ით შემცირდა
03 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Объем экспортированного вина вырос на 6%, а стоимость - на 9%
03 ივლისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა