ბაფეტის ახალი რეკორდი - $3.6 მლრდ ქველმოქმედებისთვის

უორენ ბაფეტი $3.6 მილიარდს ქველმოქმედებისთვის გადარიცხავს და ამით საკუთარ რეკორდს მოხსნის. აქამდე მილიარდერის მიერ გაღებული ყველაზე მსხვილი დონაცია 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი დღეს პლანეტის რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბაფეტმა პირობა დადო, რომ ქონების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარდა.

დღეს მისი ქონება Forbes-ს 88.6 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.

ბაფეტმა საქველმოქმედო ფონდი Giving Pledge 2006 წელს დააფუძნა, მასში გასაწევრიანებლად კი ბიზნესმენებმა პირობა უნდა დადონ, რომ სიცოცხლის მანძილზე, საკუთარი ქონების 50%-ს ქველმოქმედებაში ჩადებენ.

2006 წლიდან დღემდე, ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქტივების 46% უკვე მოახმარა ქველმოქმედებას. ეს კი დაახლოებით 34 მილიარდი დოლარია.

თანხის უმეტესი ნაწილი ბაფეტმა ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციაა. კომპანიის აქტივები დღეს 45 მლრდ დოლარს აღემატება და მასში მუდმივად 1500 ადამიანია დასაქმებული. ორგანიზაცია 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე ქველმოქმედებაზე 50 მილიარდ დოლარამდე აქვს დახარჯული.

დღეს უორენ ბაფეტი 17 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე მარკ ცუკერბერგი, რომელიც პლანეტის რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ცუკერბერგსაც ბაფეტის მსგავსად პირობა აქვს დადებული, რომ Facebook-ის აქტივების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს.

ბაფეტი დღეს ამერიკის ნომერ პირველი ფილანტროპია. კერძოდ, 2017 წელს მან ქველმოქმედებაზე $2.8 მილიარდი დახარჯა. ბაფეტმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდს. თანხის ნაწილი მან საკუთარ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა, ნაწილი კი 3 ორგანიზაციაზე გასცა.

$2.5 მილიარდი დახარჯეს 2017 წელს ბილ და მელინდა გეითსებმა ქველმოქმედებაზე და სიაში მათ მეორე ადგილი დაიკავეს. რეიტინგში მოხვდნენ Facebook-ის თანადამფუძნებლები მარკ ცუკერბერგი და დასტინ მოსკოვიჩი. როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ 2015 წელს დაარსეს კომპანია CZI, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში განათლებას და მეცნიერებას. მოსკოვიჩმა კი გასულ წელს, ქველმოქედებაზე 298 მილიონი დოლარი დახარჯა. მისი ფონდი - Good Ventures Foundation - მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.

ჯამში, 2017 წელს ამერიკის ტოპ 50-მა ქველმოქმედმა $12.6 მილიარდი დახარჯა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, აღნიშნულმა 50-მა პირმა ცხოვრების მანძილზე ქველმოქმედებისთვის $158 მილიარდზე მეტი დახარჯა.

ამერიკის TOP-10 ქველმოქმედი და 2017 წელს მათ მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა კი შემდეგია:

  • უორენ ბაფეტი - $2.8 მილიარდი
  • ბილ და მელინდა გეითსების ფონდი - $2.5 მილიარდი
  • მაიკლ ბლუმბერგი - $702 მილიონი
  • უოლტონების ოჯახი - $536 მილიონი
  • ჯორჯ სოროსი - $531 მილიონი
  • მარკ ცუკერბერგი & პრისცილა ჩანი - $400 მილიონი
  • გორდონ და ბეტი მურები - $338 მილიონი
  • ჯეიმს და მერილინ სიმონსები - $328 მილიონი
  • ჰენსოერგ ვისი - $315 მილიონი
  • დასტინ მოსკოვიჩი & კარი ტუნა - $298 მილიონი

ჩვენ გირჩევთ

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

წინა სტატია

წლის დასაწყისიდან, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელდა
04 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

EU: Uçuşların askıya alınması ile ilgili Rusya tarafından verilen karar haksızdır
04 ივლისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა