20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება

მთავრობის ინიციატივით 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციები შემოდის.

კანონპროექტის მიხედვით მთელ რიგ შემთვევებში შემოდის დღგ-ით დაბეგვრის ისეთი რეგულაციები   რაც აქამდე არ განეკუთვნებოდა დღგ-ით დაბეგვრას.

 კერძოდ:

1. იბეგრება ისეთი საქონლის მიწოდება/მომსახურება რომელიც ერთ საგადასახადო წელში არ სრულდება და ანაზღაურება გათვალისწინებულია ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება  იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც გათვალისწინებულია შესაბამისი ანაზღაურების თანხის გადახდა.

2. დღგ-ით იბეგრება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა ნასყიდობის ხელშეკრულებით განვადების პირობით ან ლიზინგით, რომელიც ითვალისწინებს ამ საქონლის საკუთრებაზე უფლების გადაცემას;

3. მიღებული ავანსების დაბეგვრა განხორციელდება იმ შემთვევაშიც კი თუ მომსახურების მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.

4. ტუროპერატორების მიერ უცხოელ ტურისტებზე მიწოდებული მომსახურების პაკეტების დღგ-სგან გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმ შემთვევაში თუ აღნიშნული პირები (ტუროპერატორები) მომსახრების პაკეტს დააკომპლექტებენ  მხოლოდ სხვა პირებისგან მიღებული მომსახურებით.

5. დღგ-ით შესაძლოა დაიბეგროს იმ შეძენილი საქონლის არამიზნორივი გამოყენება რომელზეც შეძენისას მიღებულია დღგ-ს ჩათვლა. არამიზნობრივი გამოყენების კრიტერიუმები კანონპროექტის აღნიშნული რედაქციით დადგენილი არ არის.

6. დღგ-ით იბეგრება საქმიანობის შეწყვეტისას ისეთი საქონლის მფლობელობაში დატოვება რაზეც პირს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა.

7. დღგ-თი დაბეგვრას ექვემდებარება როგორც საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში გადაცემა ასევე სამშენებლო, სამონტაჟო ან სარემონტო მომსახურების გაწევა. 

8. შემღებულია ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემის დღგ-ით დაბეგვრის ახალი რეჟიმი.

9. ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების შემთვევაში იცვლება გაუმიჯნავი დღგ-ს ჩათვლის ყოველთვიური/წლიური პროპორციის გამოანგარიშების წესი.

10. ჩათვლა არ მოხდება იმ ჩათვლის ანგარიშ ფაქტურებით რომელიც არ იქნება ჩათვლი 3 წლის ვადაში, მე-3 წელს დღგ-ის ჩათვლის შემთვევაში მოხდება კომპანიების შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გადაწევა 1 წლით.

11. სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებულება მთელ რიგ შემთვევებში აღარ ითვლება ეკონომიკურ საქმიანობათ და დღგ-ით არ დაიბეგრება.

კრესტონ პაპიაშვილის დამფუძნებელი დავით პაპიაშვილი მიიჩნევს რომ, "გარდა ზემოთ მოცემული შემთვევებისა რაც აშკარად ართულებს ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას და ბიზნესის წარმომადგენლებს არკისრებს დამატებით ვალდებულებებს, კანონპროექტი ითვალისიწინებს ასევე ბიზნესისთვის სასარგებლო და პოზიტიურ სიახლეებს:

1. გარკვეულ შემთვევებში საქონლის უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება თუ აღნიშნულ საქონელზე  დღგ-ს ჩათვლა მიღებული არ არის .

2. მცირე ღრებულების საჩუქრის (რომლის ღირებულება არ აღებამტება 50 ლარს), ასევე ნიმუშის  უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით აღარ დაიბეგრება.

3. კრიპტო ვალუტის მიწოდება არ განეკუთვნება საქონლის მიწოდებს და არ იბეგრება დღგ-ით.

4. მოიხსნა შეზღუდვა რა დროსაც ფიზიკურ პირს რომელიც დღგ-ს გადამხდელია არ შეეძლო საკასო მეთოდის გამოყენება (საშემოსავლო გადასახადი).

5. დაზუსტდა დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფისა და ყველა აქტივის მიწოდების დღგ-სგან განთვისუფლების გაუგებარი და არასწორი ინტერპრეტაციის გამომწვევი ჩანაწერი.

6. შემოღებულ იქნა რეგულარული ან უწყვეტი მოწოდების განმარტებები.

7. გაუქმდა დროებითი შემოტანის დღგ.

8. შემოღებული იქნა მეორადი ნივთებით, ხელოვნების ნიმუშებითა და ანტიკვარიატით მოვაჭრე დასაბეგრი დილერების დაბეგვრის ახალი რეჟიმი რაც ითვალისწინებს დღგ-ით დაბეგვრას საქონლის შეძენისა და რეალიზაციას შორის სხვაობის (მარჟის) თანხიდან.

9. ზუსტდება მომსახურების გაწევის ადგილის განსაღვრის წესები",- წერს პაპიაშვილი.

ჩვენ გირჩევთ

ბიზნეს ასოციაციები: ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა

სადაზღვევო ბროკერებს კანონით ახალი მოთხოვნები უწესდებათ

ბიზნეს ასოციაციები: ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა

ბიზნეს ასოციაციები: ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა

წინა სტატია

TBC ინფლაციის დონის დაჩქარებას პროგნოზირებს
05 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ივნისში უცხოური ვალუტის რეზერვები 16 მილიონი დოლარით გაიზარდა
05 ივლისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა