აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯებოდა

აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯებოდა

მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (778 მილიონი ლარი) ბიუჯეტის შემოსულობებს (690 მილიონი ლარი) 88 მილიონი ლარით გადააჭარბა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 643 მილიონი ლარიდან 555 მილიონი ლარამდე შემცირდა.

ეს ნიშნავს, რომ გასულ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯებოდა და დეფიციტმა მინიმუმ 88 მილიონი ლარი შეადგინა. აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს სახელმწიფო ხაზინა 20 მაისისთვის გამოაქვეყნებს, საიდანაც ზუსტად გავიგებთ რამდენი იყო დეფიციტის სიდიდე.

ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აძლიერებს ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *