გალტ & თაგარტმა ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

გალტ & თაგარტმა, თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა. სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ტურიზმის და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

"გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად ფარავს საქართველოს ტურიზმის სექტორს და მუდმივად აწვდის ბაზარს უახლეს ინფორმაციას ტურიზმში მიმდინარე ტენცენციებსა და მოლოდინებზე. გალტ & თაგარტის კვლევებს და პროგნოზებს ფართო გამოყენება აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოელ ინვესტორებში. ამჯერად, თბილისის მერიის მხარდაჭერით გალტ & თაგარტმა  ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა შესადარისი ქვეყნების მაგალითებს და შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას",- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

"ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ტურისტების ზრდასთან ერთად, გაუმჯობესდეს მათი მომსახურების ხარისხი. სწორად ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევები არის დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ კრიზისულ პერიოდებში დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ. 

მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის გამართულ სემინარზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული მარკეტინგული არხები ტურისტების მოსაზიდად და რა ფინანსური შესაძლებლობები და პროდუქტებია ხელმისაწვდომი  სექტორის მოთამაშეებისთვის.

ჩვენ გირჩევთ

რეგულაციები და მიკროსაფინანსო სექტორი

რუსული აკრძალვის გავლენა - ნეგატიური და პოზიტიური პროგნოზები

რეგულაციები და მიკროსაფინანსო სექტორი

რეგულაციები და მიკროსაფინანსო სექტორი

წინა სტატია

თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების მიუხედავად, ჩინეთში ექსპორტი მცირდება
09 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Georgian export to China is declining
09 ივლისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა