სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით.

საქართველოში სულ 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, 2018 წლის განმავლობაში მათ მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 92 მილიონი ლარით გაიზარდა. შედეგად სექტორის ზომამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა და 534 მილიონ ლარს მიაღწია.

საქართველოში სადაზღვევო ბაზარი 2015 წლიდან არის მზარდი, 2013-2014 წლებში კი სახელმწიფო დაზღვევის სისტემის ამოქმედების გამო ის ჯამში 40%- ით შემცირდა. დაზღვევის სხვა სექტორების განვითარებასა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებასთან ერთად კერძო სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად, 2012 წელს არსებულ 515 მილიონს ბაზრის ზომამ მხოლოდ 2018 წელს გადააჭარბა.

სექტორის მთავარი მამოძრავებელი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა, რაზეც 240 მილიონი, ანუ პრემიების თითქმის ნახევარი მოდის. 83 მილიონი ლარით მეორე ადგილზე ქონების დაზღვევა, 73 მილიონით კი ავტო- ტრანსპორტის დაზღვევის ბაზარი მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *