რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანამ 22 ივნისს მიიღო. მას შემდეგ, რაც გუშინ ვლადიმერ პუტინმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რუსეთში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს. კერძოდ, რუსული გამოცემა "კომერსანტი" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხზე ფიქრი უკვე დაწყებულია.

"გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუკი საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შეგვეძლება ვისაუბროთ ავიამიმოსვლის განახლებაზე", – ამბობს ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც.

ჩვენ გირჩევთ

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების მიუხედავად, ჩინეთში ექსპორტი მცირდება

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

წინა სტატია

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი
10 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

რუსეთში ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრობენ
10 ივლისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა