რუსეთში ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრობენ

მას შემდეგ, რაც გუშინ ვლადიმერ პუტინმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რუსულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანამ შესაძლოა ფიქრი დაიწყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. კერძოდ, რუსული გამოცემა "კომერსანტი" ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუკი საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შეგვეძლება ვისაუბროთ ავიამიმოსვლის განახლებაზე“, – ამბობს ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც. გამოცემა აქვე წერს, რომ ვიზების გაუქმების საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოში რუსი დეპუტატები მართლმადიდებლურ ანსაბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. გამოცემა წერს, რომ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო და მხოლოდ მასზე ხელის მოწერა იყო დარჩენილი.

ჩვენ გირჩევთ

ევროსაბჭო: რუსი მოდის!

თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების მიუხედავად, ჩინეთში ექსპორტი მცირდება

ევროსაბჭო: რუსი მოდის!

ევროსაბჭო: რუსი მოდის!

წინა სტატია

რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს
10 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

2019 წლის I კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე $135 მლნ დახარჯეს
10 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა