“საერთაშორისო რეზერვების შევსება გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენით უნდა მოხდეს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას Forbes-თან აფასებს. გვენეტაძე ამბობს, რომ  საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. მათი შევსების ერთ-ერთ წყაროს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები წარმოადგენს, რომლებსაც გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ამის საშულებას იძლევა, “ანუ თუ შესყიდვა არ გამოიწვევს ჭარბ რყევებს ბაზარზე და, ამასთანავე, არ შეცვლის გაცვლითი კურსის არსებულ ტრაექტორიას”. 

ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

“აუცილებელია, რომ საერთაშორისო რეზერვების შევსება გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენით მოხდეს და მორგებული იყოს ბაზრის საჭიროებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლიდან ეროვნული ბანკმა ახალი ინსტრუმენტით, სავალუტო ოფციონებით, ვაჭრობა დაიწყო. აღნიშნული ინსტრუმენტის ძირითადი პრინციპების თანახმად, მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს და, ამასთანავე, ეს საბაზრო მექანიზმზე დაფუძნებული ინსტრუმენტია”, – ამბობს კობა გვენეტაძე.

ჩვენ გირჩევთ

რუსული სანქციები: რა ღირს თავისუფლება?

რა პროფესიების არიან პარლამენტარები

რუსული სანქციები: რა ღირს თავისუფლება?

რუსული სანქციები: რა ღირს თავისუფლება?

წინა სტატია

2 akademisyen, 15 Doktora ünvanına sahip olan, 5 bilim adayı - milletvekillerinin meslekleri
12 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოში იმპორტი 12 პროცენტით შემცირდა
15 ივლისი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა