ADB-მ საქართველოში 60 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ADB-მ საქართველოში 60 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 60 მილიონი ლარი (დაახლოებით 21 მილიონი აშშ დოლარი) მოიზიდა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი გამოშვებით, რომლებიც საქართველოს ბაზარზე გამოვიდა.

ADB-ის მიერ მსგავსი ორ-ტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ ხორციელდება. ფასიანი ქაღალდები თანაბრად არის გადანაწილებული ტრანშებად – ერთი 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში სამწლიანი ვადით, ხოლო მეორე 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში 5 წლიანი ვადითა და ცვალებადი პროცენტით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის ტარიფებთან.

ADB-მა პირველად გამოსცა აქციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის (GSSS) საშუალებით ხელმოწერისა და აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

ორივე შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო სააქციო საზოგადოება “Galt & Taggart”-მა.

“ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები”, – განაცხადა ADB-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. “ამ ფასიანი ქაღალდების გამოცემით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით გამოიხატება”.

ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლების გასესხება მოხდება სააქციო საზოგადოება კრედო ბანკზე (Credo) ახალი პროდუქტების გამოსაშვებად, მათ შორის სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები მცირე შემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და იპოთეკურ სესხებზე გასაცემად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *