როგორ იცვლებოდა ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში

ქვეყნების მიხედვით საქართველოს ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი რუსეთს აქვს. 2019 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) რუსეთის წილი 14.7%-ია. თუ ევროკავშირის ბაზარს განვიხილავთ როგორც ერთ ქვეყანას, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს საერთო ბაზარი აქვთ, მაშინ საქართველოს ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს - 24%. საქართველოს ექსპორტში 12% უჭირავს აზერბაიჯანს, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტითაა განპირობებული.

2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში 261 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო ევროკავშირში 427 მლნ დოლარის. აზერბაიჯანში 211 მლნ დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ.

2003 წელს რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 18% იყო. 2005 წელს, ემბარგოს წინ კი 17.8%. 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2% იყო. რუსეთის მიმართულებით ექსპორტის სწრაფი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო და ყველაზე მაღალ წილს 2019 წლის პირველ ნახევარში მიაღწია.

ევროკავშირის წილი ყველაზე მაღალი 2015 წელს იყო - 29.3%, რაც 2015 წელს მეზობელ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის შემცირებამ განაპირობა. 2016-2018 წლებში ევროკავშირის წილი მცირდებოდა. 2019 წლის 6 თვეში კი 24%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი: ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში

ჩვენ გირჩევთ

საქართველო-რუმინეთის 300 - წლიანი ურთიერთობები

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

საქართველო-რუმინეთის 300 - წლიანი ურთიერთობები

საქართველო-რუმინეთის 300 - წლიანი ურთიერთობები

წინა სტატია

რეგულაციების შედეგი - 5000 ლარამდე მიკროსესხები მცირდება
19 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველო ენერგეტიკაში ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებს
19 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა