საქართველო ენერგეტიკაში ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებს

საქართველო ენერგეტიკაში ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებს

საქართველო ენერგეტიკის სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. ამ მიზნით, USAID-ის (G4G) მხარდაჭერით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ESCO) და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციას (GREDA) შორის, ენერგეტიკის სექტორში “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.  მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მიზნად ისახავენ, საქართველოში ახალი (“ბლოკჩეინ”) ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით, ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისა და გლობალურ სისტემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

შეთანხმების ფარგლებში, მხარეები, ასევე, უზრუნველყოფენ ენერგეტიკის სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პოტენციალისა და მასზე დაფუძნებული გადაწყვეტების კვლევას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, რეგიონის მასშტაბით, და, ამ მიზნით, თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ბლოკჩეინ-გადაწყვეტების განვითარებასა და პილოტირებას.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, დაგეგმილია სექტორის მონაწილეებთან ერთად, “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე პროექტების გაშვება, ასევე, ენერგეტიკის სექტორის მონაწილეების ცნობიერების ამაღლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *