2 კვირა ავიაშეზღუდვიდან - რამდენი რუსი ტურისტი დააკლდა ქვეყანას

ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია.

8 ივლისიდან ძალაში შევიდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა.

TBC ბანკის მონაცემებით, ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია.

აქედან, 10%-ზე მეტად შემცირდა თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების მაჩვენებელი, 13%-ზე მეტად ბათუმის, ხოლო ქუთაისის აეროპორტში კი თვის პირველ კვირაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა და პირიქით 34.8%-იანი ზრდა აჩვენა.

რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ივლისის მეორე კვირას, TBC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით არის შემცირებული. მათ შორის საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78%-ით შემცირდა, 1.7%-ით კი სახმელეთო გზით შემოსული.

TBC-ში განმარტავენ, რომ მიუხედავად პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვისა, არაერთი რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში საჰაერო გზით, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც მიანიშნებს, რომ ავიაკომპანიებმა ალტერნატიული შეთავაზებები განავითარეს.

მიუხედავად რუსი მოგზაურების შემცირებისა, TBC-ის კვლევით, ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოს 3.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჩვენ გირჩევთ

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

საბანკო სექტორში 25 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

წინა სტატია

რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი
22 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 50 მილიონი ლარით შემცირდა
22 ივლისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა