იუსტიციის სამინისტრო რუსთავი-2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს წერილს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსთავი-2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. სასამართლოს წერილში წერია, რომ მხარეებს აქვთ უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილში ასევე აღნიშნულია: "გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე".

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 5 დღის წინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და ტელეკომპანიის მფლობელი იმავე დღესვე ოფიციალურად ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაშმა კომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

ჩვენ გირჩევთ

გაუნათლებელი საქართველო ევროპის გარეთ დარჩება

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 6.4 პროცენტით გაძვირდა

გაუნათლებელი საქართველო ევროპის გარეთ დარჩება

გაუნათლებელი საქართველო ევროპის გარეთ დარჩება

წინა სტატია

შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის 13 000 ლარიანი ჯილდო ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს გადაეცა
23 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

თბილისმა EBRD-სგან 15 მლნ ევრო მიიღო
23 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა