თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება. სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა  იგეგმება.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი უიგუნ ალი ისხანი.  

„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ ნათია თურნავას და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჯაჰით თურანს პროექტის მხარდაჭერისთვის,”- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რეგიონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

რატომ არის ბიზნესის გაფართოება უფრო მარტივი დასავლეთში, ვიდრე რუსეთში

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რეგიონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რეგიონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

წინა სტატია

Tiflis EBRD dan 15 milyon euro almıştır
23 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Тбилиси получила €15 млн от EBRD
23 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა