წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავალმა 340 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5%–ით აღემატება. ამავე პერიოდში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 18%–ით გაიზარდა.

თვეების მიხედვით ყველაზე მეტი შემოსავალი ტრადიციულად ტურისტულად დატვირთულ ივნისში დაფიქსირდა, თუმცა ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აპრილში იყო. კერძოდ, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 267.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 11.8%–ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

საქართველომ 2018 წელს ტურიზმიდან ჯამში 3.2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წელს 2.7 მლრდ დოლარის, ხოლო 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.1 მლრდ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ძალაში შევიდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა. ავიაშეზღუდვას გავლენა აქვს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაზეც. კერძოდ, TBC ბანკის მონაცემებით, ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ივლისის მეორე კვირას, TBC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით არის შემცირებული. მათ შორის საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78%-ით შემცირდა, 1.7%-ით კი სახმელეთო გზით შემოსული. მიუხედავად რუსი მოგზაურების შემცირებისა, TBC-ის კვლევით, ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოს 3.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart პროგნოზით კი წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.9%–ით გაიზრდება და 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს 200 მლნ დოლარით ჩამორჩება. სწორედ ამ თანხად შეაფასა ბანკმა რუსული შეზღუდვების გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე.

ჩვენ გირჩევთ

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

წინა სტატია

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში
29 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სომხური დრამი მყარდება; ლარი და ლირა რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე მეტად უფასურდება
29 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა