საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი სამშენებლო აქტივობით

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის.

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტი) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით მეტი).

ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარაზე ნაწილდება.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.

სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).

ჩვენ გირჩევთ

მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი

მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი

წინა სტატია

Forbes: Gürcistan dikkat merkezinde
29 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ნავთობის მოპოვება მცირდება – რომელი კომპანიები ეძებენ "შავ ოქროს" საქართველოში
30 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა