ღვინო, რომელიც BREXIT-ს გადაგატანინებთ, - ქართული ღვინო საუკეთესოებს შორსაა

ბრიტანული გამოცემა The Independenet აქვენებს ცხრა ევროპული ღვინის სიას, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდი ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს "გადაატანინებს“. სია არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ღვინოებისგან შედგა.

ჩამონათვალში ორი ქართული ღვინო მოხვდა - "ოროველას" საფერავი 2008 და "იბერიულის" ქისი 2017, ქვევრის ქარვისფერი ღვინო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის წარმოება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდა თურქული, მოლდოვური, უკრაინული ღვინო. სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტზე საქართველოდან შეზღუდული რაოდენობით ღვინო გადის. წლის პირველ 5 თვეში – იანვარ–მაისში, საქართველოდან ბრიტანეთში 137 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ჯამში 33.2 ათასი ლიტრი. ქართული ღვინის ტოპ იმპორტიორ ქვეყნებს შორის ბრიტანეთი მეოცე ადგილს იკავებს.

წინა სტატია

წლის დასაწყისიდან "შავ სიაში" 294 კომპანია მოხვდა
30 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

იდეიდან - ბიზნესამდე
30 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა