საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეშეთი–კობის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას დააფინანსებს. 

“პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის გადაქცევას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ დერეფნად“, – განმარტავენ ბანკში.

ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი–კობი) გზის პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 558.6 მლნ დოლარია, საიდანაც 415 მლნ–ს აზიის განვითარების ბანკი (ADB) გამოყოფს.

გარდა ამისა, EBRD-მა საქართველოსთვის 10 მლნ ევროს დაფინანსების პროგრამაც დაამტკიცა. აღნიშნული თანხა სესხის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უნდა მოხმარდეს. კერძოდ, 100 ერთეული დიზელზე (Euro 5) მომუშავე ავტობუსის შეძენას. ავტობუსები შემდეგ ქალაქებში გადანაწილდება: გორი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი.

ორივე პროექტის დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბანკი ოქტომბერში მიიღებს. 

EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, ჯამში დაახლოებით 3 მილიარდი ევროა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *