ბუცხრიკიძე: ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია

"ენერგეტიკა ქართული ეკონომიკის ხერხემალია", – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ქვეყანაში ახალი ჰესების მშენებლობა დაიწყოს.

"მომდევნო წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება სხვადასხვა სექტორების მხრიდან. მათ შორის გამოვყოფდი ტურიზმის სექტორს. პროექტები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს მუშაობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ დაიკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა. ისტორიულად წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ზამთარში ხორციელდებოდა“, – ამბობს ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ თუკი მოთხოვნის ზრდას მიწოდება ვერ დაეწევა, იმპორტზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდშიც გაიზრდება.

ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევებზე თიბისი კაპიტალმა კვლევაც წარადგინა. კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

წინა სტატია

Gürcistana EBRD $60 milyon ayarlıyor
30 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?
31 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა