როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?

სმარტფონები ელექტრობაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთულ განახლებულ და მოდერნიზებულ მოწყობილობებს გვთავაზობენ.

პირად ინბოქსში არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე თუ, სამსუნგის რომელ სმარტფონს ვურჩევდი მომხმარებლებს. ამიტომაც, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას სადაც გაეცნობით თუ როგორ ავარჩიოთ სამსუნგის  სმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება;  მაშ ასე დავიწყოთ:

სმარტფონის შეძენისას უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ დაზიანების შემთხვევაში რომელ სერვის ცენტრში მოგემსახურებიან, იქნება თუ არა ტექნიკოსი პროფესიონალი ან/და სერტიფიცირებული. თუ სმარტფონის ყიდვამდე ამ საკითხზე არ იფიქრე შეიძლება მომავალში უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. ბრენდის მწარმოებლები აღნიშნულ თემას სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ;  კომპანია სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისათვის, რომ განასხვაოს ოფიციალური სმარტფონი არაოფიციალურისაგან. ჰოლგორამიანი სმარტფონის შეძენისას სამსუნგის 1 წლიან გარანტიას მიიღებ და საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის ცენტრში მოგემსახურება კვალიფიციური კადრი და დაზიანებულ ნაწილებს გარანტირებულად ახალი და ორიგინალი ნაწილით შეგიცლიან.  ამ ყველაფრის გარანტიას კი სხვა, არაავტორეზებულ სერვის ცენტრში ვერ მიიღებ.  

ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები  მორგებულია საქართველოს  ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით  დამზადებული აქსესუარები (მაგ: დამტენი)

ასევე, თუ შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილად გააჩნია შენ ავტომატურად ერთვები “Trade-In” აქციაში.   რას ნიშნავს ეს?  სამსუნგი მის ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს მისი ძველი სმარტფონი ახალ   Galaxy S10|S10+ზე. ასევე, სამსუნგი სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს თავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელი Galaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით განსაკუთრებულ ფასად.  

დამატებით, Galaxy S10-ის შეძენისას ასევე  ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1 წლიანი გარანტია. აღნიშნული სმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური სამსუნგი  საჩუქრად გამოგიცვლით.

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ.  ასევე დავძენ იმასაც, რომ მე პირადად 6 წელია სამსუნგის მომხარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოც არა ერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.

დაბოლოს

რომ შევაჯამოთ, სმარტფონის შეძენისას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ჩემს მიერ ზემოთ მოთხრობილ კომპონენტებს: ეკრანს, ბატარეას, კამერას და სხვა. აუცილებლად ყურადღება გაამახვილეთ მწარმოებელზე და რამდენად ოფიციალურია მოწყობილობა და აქვს შესაბამისი გარანტია, აქვს დაცვის საშუალებები: ჰოლოგრამა, ოფიციალური სერტიფიკატი ან სხვა. 

სად შეიძინოთ სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით?

ამ ყველაფრის შემდგომ კი ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ სად შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით? ამ დროისთვის ოფიციალური სმარტფონების შეძენა შეგიძლიათ Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი. ასევე, იმ სხვა ტექნიკის მაღაზიებში, სადაც შენიშნავთ რომ სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ჰოლოგრამით იყიდება! 

ბედნიერ შოფინგს გისურებთ J

ჩვენ გირჩევთ

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

წინა სტატია

ბუცხრიკიძე: ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია
31 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა
31 ივლისი, 2019
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა