რა ღირს საწვავი ევროპაში, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,30 ევროს/ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგინს საშუალოდ 1,36 ევროს/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,21 ევროს/ლიტრაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,89 ევროს, დიზელის საწვავი - 1,64 ევროს; ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,84 ევროს, დიზელის საწვავი - 1,43 ევროს ;ისლანდიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს, დიზელის საწვავი - 1,63 ევროს.

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,66 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,76 ევრო, დიზელის საწვავი - 0,65 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,76 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,86 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი - 0,90 ევროს , დიზელის საწვავი - 0,84 ევროს.

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინის ფასი - 0,47 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,79 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს; დიზელის საწვავი - 0,31 ევროს;

უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.01 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,05 ევროს, დიზელის საწვავი - 0,99 ევროს;

თურქეთში - - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,10 ევროს, დიზელის საწვავი - 1.00 ევროს;

მოლდოვაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.02 ევროს, დიზელის საწვავი - 0,86 ევროს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.74 ევრო, ანუ 2.4 ლარია. პორტალის globalpetrolprices მონაცემებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი ივნისის პირველ კვირაში დაფიქსირდა – 2.45 ლარი ლიტრზე (0.75 ევრო).

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბენზინის ფასი მეტია, ვიდრე დიზელის, საშუალოდ მათ შორის სხვაობა 10%-ს აღწევს. დღეს მსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი 0.91 ევროა ლიტრზე. საქართველოში ფასი საშუალოდ 0.75 ევროა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი საწვავის ფასი 2.51 ლარსა და 2.78 ლარს შორის მერყეობს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

წინა სტატია

“მარველის“ წარმატებული სტრატეგიები
31 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს იწყებს
31 ივლისი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა