ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს იწყებს

სებ-ი 40 მილიონ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება კურსის დასტაბილურების მიზნით ინტერვენციებს იწყებს. კერძოდ, ხვალ სებ-ი 40 მილიონ დოლარს გაყიდის.

"ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას",- ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ გირჩევთ

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - რას ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

საქართველო EBRD-სგან $60 მილიონს მიიღებს

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - რას ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - რას ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

წინა სტატია

რა ღირს საწვავი ევროპაში, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში
31 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სებ: წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე - 4.5%-ზე შენარჩუნდება
31 ივლისი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა