7 თვეში ღვინის ექსპორტი 4%–ით, მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა

2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69662), ჩინეთი - 21% (4249687) და პოლონეთი - 19% (2250994). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63948), ლიეტუვა - 41% (372918), მონღოლეთი - 35% (172392), ბელარუსი - 19% (1008888), ისრაელი - 51% (165671), გერმანია - 12% (344735), ესტონეთი - 9% (357866), რუსეთი - 2% (29132711), მოლდოვა - 4386% (317582), ნიდერლანდები - 42% (43260), ჩეხეთი 42% - (43260), შვედეთი - 1734% (39954), ბულგარეთი - 25% (19986) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29132711), უკრაინა (4893304), ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866).

7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).

ჩვენ გირჩევთ

საკრედიტო ამხანაგობები თამარ მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს

ხარისხი უპირველესია

საკრედიტო ამხანაგობები თამარ მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს

საკრედიტო ამხანაგობები თამარ მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს

წინა სტატია

მალე აპოკალიფსია
05 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ივლისში ტურისტების რაოდენობა 1%–ით გაიზარდა
05 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა