ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 21.9%–ით შემცირდა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შემცირდა. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეს რუსეთში ექსპორტზე 3 550 264 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21.9%–ით ჩამორჩება. კერძოდ, 2018 წლის ივლისში რუსეთში ექსპორტზე 4 542 496 ბოთლი ღვინო გავიდა.

წლის 7 თვეში კი რუსეთთან ექსპორტის კუთხით ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, იანვარ–ივლისში რუსეთში ექსპორტზე 29 132 711 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის მონაცემს 2%–ით აღემატება. ამასთან, რუსეთი კვლავ ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარია ქართული ღვინისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე ინფორმაცია რუსულმა "როსპოტრებნადზორმა" გაავრცელა. მაშინ უწყება წერდა, რომ ბოლო წლებში რუსეთში საქართველოდან შეტანილი ღვინის ხარისხი გაუარესებულია.

ჩვენ გირჩევთ

ივლისში ტურისტების რაოდენობა 1%–ით გაიზარდა

7 თვეში ღვინის ექსპორტი 4%–ით, მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა

ივლისში ტურისტების რაოდენობა 1%–ით გაიზარდა

ივლისში ტურისტების რაოდენობა 1%–ით გაიზარდა

წინა სტატია

40 რეგისტრირებული შემთხვევა - ქრთამის აღების გაზრდილი მაჩვენებელი საჯარო უწყებებში
05 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
05 აგვისტო, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა