40.7 მლნ ლარი - საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯები 6 თვეში

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს. ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, ეს თანხა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.3 მლნ ლარით მეტია.

საანგარიშო პერიოდში 1.4 მილიონი დახარჯეს მივლინებებზე პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულებმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 თვეში მივლინებებზე 853 365 ლარი დახარჯა.

858 ათასი ლარიდან 2.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2019 წლის პირველ 6 თვეში მთავრობის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯები.

გაორმაგებულია ფინანსთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯებიც და მან წლის 6 თვეში 982 928 ლარი შეადგინა.

გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა ეკონომიკის სამინისტროს მივლინებებზე გაწეულიც ხარჯიც მან 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, იუსტიციის სამინისტრომ მივლინებებზე 392 ათასი ლარი დახარჯა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 1.1 მლნ ლარი.

1.4 მილიონი ლარია საგარეო საქმეთა სმაინისტროს სამივლინებო ხარჯი, თავდაცვის სამინისტროსი კი 21.3 მლნ ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 2.6 მლნ ლარი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.8 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

1.8 მილიონ ლარამდეა გაზრდილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი.

ამავე პერიოდში, განათლების სამინისტრომ მივლინებებში 2.9 მლნ ლარი დახარჯა.

ჩვენ გირჩევთ

The cargo turnover in Georgian transit corridor is increasing

The cargo turnover in Georgian transit corridor is increasing

The cargo turnover in Georgian transit corridor is increasing

The cargo turnover in Georgian transit corridor is increasing

წინა სტატია

The cargo turnover in Georgian transit corridor is increasing
05 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

100 მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
07 აგვისტო, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა