G&T წლის ბოლომდე ლარის 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას ელოდება

G&T წლის ბოლომდე ლარის 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას ელოდება. როგორც საინვესტიციო ბანკის კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლისთვის ლარი კიდევ უფრო მეტად უნდა გამყარდეს და ერთი დოლარის ღირებულება მათი პროგნოზით 2.60-2.65 ლარს შორის იქნება.
“მთავრობის წევრების, ანალიტიკოსებისა და კერძო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლების მხრიდან, რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვას უკიდურესად ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, რამაც გაურკვევლობა და ვალუტის გადაჭარბებული გაუფასურება გამოიწვია“, - აღნიშნავენ G&T-ში. 

მათივე ინფორმაციით, რუსი ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა. ჯამში კი ტურიზმის სექტორში ზრდა დაფიქსირდა. G&T-ში მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარზე ახდენს გავლენას პოზიტიურია და ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება უმეტესად ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ ლარის გასამყარებლად, 1 აგვისტოს სებ-მა ბაზარზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი.

ჩვენ გირჩევთ

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

რა გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში?

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

წინა სტატია

100 მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
07 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა IFC-სთან 100 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
08 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა