საქართველოს ბანკმა Citi-სგან $50 მილიონის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მესამე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვისსაუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორთან, Citi-სთან ერთად  ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია  კიდევ უფრო განვიმტკიცოთ  და  ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც  ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში აქტიურად არიან ჩართული. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ჩვენ გირჩევთ

ივლისში საქართველოს ექსპორტი 17.4 პროცენტით გაიზარდა

6 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პრემიებსა და დანამატებზე 109.3 მლნ ლარი დახარჯეს

ივლისში საქართველოს ექსპორტი 17.4 პროცენტით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ექსპორტი 17.4 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

მსოფლიოს საუკეთესო ბანკირები - Global Finance-ის 2019 წლის რეიტინგი
13 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ტურიზმის მხარდასაჭერად “რომპეტროლ საქართველომ” 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა
13 აგვისტო, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა