საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის, მიერ საქართველოს ბანკის  ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.  

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო  ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. 

საერთაშორისო გამოცემამ  მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე მეოცედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: ციფრული სტრატეგია, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულება, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები. ასევე,  გამართული  ციფრული ფუნქციონალი და  დახვეწილი დიზაინი. 

“იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივი განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, მომხმარებელთა უშუალო ჩართულობით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა  Global Finance-ის ჯილდო  -საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში  მოიპოვა. ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

“ციფრული ბანკინგი, ეს არ არის მხოლოდ მომავალი, ის აწმყოა,” - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ბანკმა Citi-სგან $50 მილიონის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე

საქართველოს საფონდო ბირჟაზე "სილქნეტის" ევროობლიგაციები განთავსდა

წინა სტატია

რუს მილიარდერს ყოფილი მეუღლე $7 მილიარდს სთხოვს - პოტანინის განქორწინება
13 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

PMC კვლევა: საქართველოში ეკონომიკური კლიმატი გაუარესებულია
13 აგვისტო, 2019
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა