TBC მმართველობის სტრუქტურას ცვლის - სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია

თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა თიბისი ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის მმართვლობის სტრუქტურაში.

TBC-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის "სარკისებური სტრუქტურა" (Mirror Board) დაამტკიცა.

ახალი სტრუქტურის მიხედვით:

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

· ნიკოლოზ ენუქიძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;

· ნიკოლას დომენიკ ჰააგი, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;

· არნე ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუეართდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;

· ამავე დროს, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს საუკეთესო ბანკირები - Global Finance-ის 2019 წლის რეიტინგი

Forbes: როგორ ხდება საქართველო ბიზნესის კეთების ცენტრი

მსოფლიოს საუკეთესო ბანკირები - Global Finance-ის 2019 წლის რეიტინგი

მსოფლიოს საუკეთესო ბანკირები - Global Finance-ის 2019 წლის რეიტინგი

წინა სტატია

PMC კვლევა: საქართველოში ეკონომიკური კლიმატი გაუარესებულია
13 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

"ლამაზი ევროპული ქალაქები არც ისე ბევრი ტურისტით" - თბილისი CNN-ის სიაშია
13 აგვისტო, 2019
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა