თბილისის უბნები, სადაც AirBnb-ს ბინების ფასი ყველაზე მაღალია

ბოლო სამ თვეში თბილისის უმეტეს უბნებში Airbnb-ზე განთავსებული აპარტამენტების ფასი შემცირდა. Property Georgia-ს მონაცემებით, აგვისტოში, მაისთან შედარებით, ფასი მხოლოდ ორ უბანში – ვაკესა და ვარკეთილში გაიზარდა. თბილისის სხვა უბნებში კი ფასი შემცირებულია.

კერძოდ, ერთი დღით Airbnb-ს პორტალზე აპარტამენტის დაქირავება ყველაზე ძვირი ვაკეშია და ის საშუალოდ 51 დოლარს შეადგენს, რაც მაისთან შედარებით 2%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ფასის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს საბურთალო და დიღომი, სადაც საშუალო ფასი დღეში 43 დოლარია. საბურთალოზე მაისში ფასი 10%–ით მეტი – 48 დოლარი იყო, დიღომში კი 2%–ით მეტი 44 დოლარი.

აგვისტოში 41 დოლარამდე შემცირდა აპარტამენტის ერთი დღით დაქირავების საშუალო ფასი მთაწმინდაზე. მაისში მთაწმინდაზე ერთი დღის ფასი 9%–ით მეტი 49 დოლარი იყო.

შემცირებულია ფასი ორთაჭალაშიც. ამ უბანში Airbnb-ზე განთავსებული აპარტამენტის საშუალო ფასი დღეში 39 დოლარია. მაისთან შედარებით ორთაჭალაში აპარტამენტების ფასი 5%–ით შემცირდა.

17%–ით შემცირდა ფასი ისანში, სადაც ერთი დღით აპარტამენტის დაქირავების საშუალო ფასი 38 დოლარია. ეს მაჩვენებელი მაისში 46 დოლარი იყო.

საშუალოდ 37 დოლარია აპარტამენტების ფასი კრწანისში, რაც მაისთან შედარებით, 4 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

საშუალოდ 33 დოლარად არის შესაძლებელი ერთი დღით ბინის დაქირავება გლდანში.

15%–ით გაიზარდა ფასი ვარკეთილში და დღეში საშუალოდ 30 დოლარი გახდა, რაც თბილისის უბნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

slide40

ჩვენ გირჩევთ

სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით

"ლამაზი ევროპული ქალაქები არც ისე ბევრი ტურისტით" - თბილისი CNN-ის სიაშია

სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით

სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით

წინა სტატია

ქვეშეთი–კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს, რომელსაც WB-მ საქმიანობა შეუზღუდა
15 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $18 მილიარდით შემცირდა
15 აგვისტო, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა