ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 13.3%-ით, $374.7 მილიონამდე შემცირდა

ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $57.8 მილიონით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 374.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3 პროცენტით ჩამორჩება.

ამავე პერიოდში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 1%-ით არის გაზრდილი.

წლის დასაწყისიდან საქართველომ ტურიზმიდან 1.7 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.

მიუხედავად კლებისა, ივლისში მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.

სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან ქვეყანამ 57.8 მლნ დოლარით ნაკლები მიიღო.

ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.

ჩვენ გირჩევთ

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

დონალდ ტრამპი და 25 დემოკრატი

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

წინა სტატია

რუსეთი, ირანი, ისრაელი - რომელი ქვეყნებიდან ყიდულობენ უძრავ ქონებას თბილისში
15 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი
16 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა