Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა. კომპანიის აღნიშნული მიმართულება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პორტფელის პარალელურად იმუშავებს.

ხელოვნური ინტელექტის განყოფილების შექმნით კომპანია პასუხობს თავის მისიას შექმნას ინოვაციური გადაწყვეტები განვითარებადი ტექნოლოგიების დახმარებით.

Bitfury-ს ხელოვნური ინტელექტის განყოფილება კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა ტიპის ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც კომპანიებისთვის, ასევე მთავრობებისთვის.

ხელოვნური ინტელექტის განყოფილებას ფაბრისიო დელ მაფეო უხელმძღვანელებს, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთ კომპანიებში როგორიცაა AAEON და ASUS Group.

„ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან სიახლეებს შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში და მოგვცემს სარგებელს თითქმის ყველა კუთხით“, – ამბობს ვალერი ვავილოვი Bitfury-ს დამფუძნებელი.

„კომპანია Bitfury მისი დაფუძნების დღიდან სათავეში ედგა ტექნოლოგიურ განვითარებას. ხელოვნური ინტელექტით დაინტერესება კი ამ საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა“, – ამბობს გიორგი კიკვაძე, კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე.

დღეს Bitfury სხვადასხვა სახის სერვისებს მსოფლიოს 17 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ჯგუფი წარმოდგენილია კანადაში, აშშ-ში, ისლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაში. Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის მეშვეობით.

წინა სტატია

Bitfury Group Launches Artificial Intelligence Division
16 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო
16 აგვისტო, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა