"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა სხვა საკადრო ცვლილებებზეც. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა გუშინ დატოვა.
“გიორგი გახარიამ საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პრემიერის კანდიდატურაზე უმრავლესობას კითხვები არ ჰქნია. 

“მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *