მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 54 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 187 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54%-ით (217 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით (254 მლნ დოლარით) შემცირდა.

2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (58 მლნ დოლარი), თურქეთი (36 მლნ დოლარი) და აშშ (28 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა (66 და 64 მლნ დოლარით), ხოლო ყველაზე მეტად ყაზახეთიდან გაიზარდა - 46 მილიარდი დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში (64 მლნ), მრეწველობაში (38 მლნ) და სასტუმროებში (28 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა მშენებლობაში (4 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (3 მლნ).

ინვესტიციების წმინდა გადინება დაფიქსირდა საფინანსო სექტორში, 34 მლნ დოლარით შემცირდა ამ სექტორში ინვესტიციები. ასევე, ინვესტიციები შემცირდა კავშირგაბმულობაში და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში.

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

 

2016

2017

I კვ. 2018

II კვ. 2018

2018

I კვ. 2019

II კვ. 2019

სულ

1,650

1,963

324

404

1,265

286

187

ენერგეტიკა

145

281

-17

102

121

49

64

დამამუშავებელი მრეწველობა

123

99

41

19

140

19

38

სასტუმროები და რესტორნები

120

107

25

-8

78

59

28

ტრანსპორტი

576

475

64

64

203

28

26

უძრავი ქონება

55

215

-6

63

131

-125

23

სამთომოპოვებითი მრეწველობა

50

52

21

17

62

9

15

მშენებლობა

177

173

103

46

173

7

4

სოფლის მეურნეობა

8

12

-5

1

-3

3

3

ჯანმრთელობის დაცვა

30

6

8

2

12

1

-1

კავშირგაბმულობა

87

49

-63

11

-40

14

-7

საფინანსო სექტორი

123

308

110

63

271

56

-34

დანარჩენი სექტორები

156

185

43

25

117

167

27

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4.9%-მდე გაიზარდა

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

წინა სტატია

ლეგალიზებული კანაფი
08 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

2019 წელი უოლტ დისნეის კომპანიის ისტორიაში
10 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა