ქალების ანაზღაურება კაცებისას 500 ლარით ჩამოუვარდება - სახელფასო სხვაობის გამომწვევი მიზეზები

საქართველოში ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას საშუალოდ 30 წელი დასჭირდება.

გენდერული სახელფასო სხვაობა ბოლო დროს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ წამყვან პრობლემად იქცა. არაერთ დასავლურ ქვეყანაში გამოვლინდა, რომ ქალის საშუალო ანაზღაურება კაცის სამ-მეოთხედს შეადგენს. ეს უთანასწორობა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ საზოგადოებაზე, არამედ ეკონომიკაზეც. McKinsey & Company-ის კვლევის თანახმად, გენედერული თანასწორობის მიღწევას გააჩნია ეკონომიკის ზომიერი ზრდის პოტენციალი. საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის მიზეზები PMCG–იმ მიმოიხილა.

2018 წელს საქართველოში კაცის საშუალო ანაზღაურებამ 1360.5 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 856.2 ლარი, რაც 37.07%-იან სხვაობას ნიშნავს. არათანაბარი ანაზღაურების ანალიზი შესაძლებელია 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქალის ანაზღაურება კაცთან შედარებით 49%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორი სქესის საშუალო ხელფასების აბსოლიტური სხვაობა თანდათან იზრდება, პროცენტული სხვაობა 2005 წლიდან მოყოლებული მცირდება. 2005-დან 2013 წლამდე ეს სხვაობა 51.06%-დან 36.43%-მდე დაეცა, თუმცა შემდგომ ნახევარი პროცენტით გაიზარდა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული 10 წლის ტრენდი არ შეიცვლება, ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას 30 წელი დასჭირდება, უკანასკნელი 5 წლის ტრენდის თანახმად, კი ქალისა და კაცის საშუალო ხელფასები არ გათანაბრდება.

PMCG-ის მონაცემებით, სახელფასო სხვაობის ერთ-ერთ ამხსნელ მიზეზს შესაძლოა, წარმოადგენდეს ქალთა და კაცთა არაპროპორციული გადანაწილება სხვადასხვა სექტორებში. მარტივი შესამჩნევია, რომ ძირითადად დაბალანზღაურებად სამსახურებში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. მაგალითად: 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში ქალები საგრძნობლად მხოლოდ 1 სექტორში აღემატებიან პროცენტულად კაცებს, დაბალანაზღაურებადში კი-3-ში. კერძოდ, კაცები საგრძნობლად ჭარბობენ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მშენებლობის სექტორი და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორი. საშუალო ხელფასები ამ სექტორებში შეადგენს 1757 და 1513 ლარს, რაც მათ მეოთხე და მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებადს ხდის. შედარებისთვის, განათლების სექტორში, რომელიც ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორად ითვლება, დასაქმებულთა 82% ქალია.

ანაზღაურებებს შორის სხვაობა შესაძლებელია დაზუსტდეს საათობრივი მუშაობის გათვალისწინებით. მონაცამებიდან გამომდინარე, ქალი საშუალოდ ნაკლებ დროს უთმობს სამუშაოს, ვიდრე კაცი. შესაძლებელია, საშუალო ხელფასების მონაცემები გადავიყვანოთ 8 საათიანი მუშაობის სტანდარტზე, რის შედეგადაც საათობრივ ფაქტორს გამოვრიცხავთ. საათობრივი ანაზღაურებების შესწორების შემდგომ, ყველა სექტორში სხვაობა ქალთა სასარგებლოდ შემცირდა, გარდა ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორისა. ასევე, ორ სექტორში, განათლებასა და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვაში ქალების საათობრივი ანაზღაურება კაცებისაზე მაღალი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი შეაქვს არათანაბარ ხელფასებში, არის საქმიანობის სახეობა სექტორში. კერძოდ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სადაც ყვლაზე მეტად არის შესამჩნევი ხელფასებს შორის სხვაობა, ქალების 74.2% მუშაობს ოფისის პერსონალად. ამავდროულად, ამ დაბალანაზღაურებად სამუშაოს კაცების მხოლოდ 56.2% იკავებს. მაღალანაზღაურებად სამუშაოში კი, როგორიცაა სპეციალისტ-პროფესიონალი, კაცების პროცენტული წილი (13%) ორჯერ აღემატება ქალების წილს.

ჩვენ გირჩევთ

Tourism has strengthened: 8 weeks after the flight ban

Tourism has strengthened: 8 weeks after the flight ban

Tourism has strengthened: 8 weeks after the flight ban

Tourism has strengthened: 8 weeks after the flight ban

წინა სტატია

Tourism has strengthened: 8 weeks after the flight ban
10 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

IMF-ს კვლავ ქალი უხელმძღვანელებს - კრისტალინა გეორგიევა ერთადერთი კანდიდატია
10 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა