"ლელო" – მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა მუშაობას იწყებს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ერქმევა. ხაზარაძემ მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. 

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას რომელსაც ექნება გუნდურობის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ახალი მოძრაობისთვის წარმატებულ ადამიანებსა და ლიდერებს ეძებენ. მოძრაობა უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

"პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

ჩვენ გირჩევთ

ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

"რადიოქალაქის" პროექტს თემურ უგულავას კომპანია განახორციელებს

ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

წინა სტატია

Business Confidence Index: Summertime Sadness!
12 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა
12 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა