რა აწუხებს ქართულ ბიზნესს - კერძო სექტორი საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს ასახელებს

2019 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 8.3 პუნქტამდე შემცირდა, რაც 18.7 პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. მსგავსი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 4 წელია არ დაფიქსირებულა. კვლევის მიხედვით, რომელსაც ICC, BIA და ISET ატარებენ ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი შემცირდება დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის, საფინანსო და მშენებლობის სექტორებში.

კვლევაში მონაწილეობა 149 კომპანიამ მიიღო.

კითხვაზე – "როგორ შეიცვალა თქვენი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა ბოლო 3 თვის განმავლობაში", – გამოკითხული კომპანიების 38% აცხადებს, რომ სიტუაცია გაუარესდა, 38%–სთვის სიტუაცია უცვლელია, ხოლო 24% კი ამბობს, რომ გაუმჯობესდა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების 20% ელის, რომ მომდევნო სამ თვეში მდგომარეობა გაუარესდება, 42% ცვლილებას არ ელის, ხოლო 38% მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.

ამასთან, გამოკითხული კომპანიების 34% მომდევნო სამ თვეში ფასების მატებას პროგნოზირებს, 48% თვლის, რომ ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 12% კი კლებას ელოდება.

რაც შეეხება საქმიანობის შემაფერხებელ ძირითად მიზეზებს – გამოკითხული მსხვილი ბიზნესის 30% ამბობს, რომ ფინანსებზე წვდომა მათთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია; მსხვილი ბიზნესის 36%–სთვის მთავარი ხელშემშლელი მოთხოვნის ნაკლებობაა, ხოლო 21%–სთვის კი სამუშაო ძალა. გამოკითხული მსხვილი ბიზნესის 9% ამბობს, რომ მათთვის მთავარი დამაბრკოლებელი საწარმოო აღჭურვილობაა.

ბიზნეს განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორები მცირედით განსხვავებულია მცირე ბიზნესის შემთხვევაში. კერძოდ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მთავარი პრობლემა მცირე ბიზნესის 38%–სთვისაა. 36% ამბობს, რომ ეს მოთხოვნის ნაკლებობაა, ხოლო 9% კი ამ შემთხვევაშიც საწარმოო აღჭურვილობას ასახელებს. მცირე ბიზნესის 14% ამბობს, რომ სამუშაო ძალა მათთვის მთავარი პრობლემაა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

საქართველოს ‘სწყურია’ პოლიტიკური ალტერნატივა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

წინა სტატია

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა
12 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia`s Positions advanced in Index of Economic Freedom
12 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა