რა მიზნით და სიხშირით მოგზაურობენ ქართველები საქართველოში

2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 449.3 ათასით განისაზღვრა, რაც 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 25.0 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 18.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 118.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 12.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 12.3 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 12.3 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
13 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

«Летняя грусть» - индекс настроения бизнеса Грузии значительно уменьшился
12 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა