დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

2015 წლის აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 269 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 24 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული სესხები, ხოლო 245 მილიონი დოლარში გაცემული სესხები. შედეგად, საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64.2%-დან 64.4%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დოლარში გაცემული სესხების ზრდიდან 90% გრძელვადიან სესხებზე მოდის.

აპრილში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.6% პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე 0.4% პუნქტით გაიზარდა და 10.7%-ს გაუტოლდა.

23 მილიონი ლარით გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა, საიდანაც 22 მილიონი დოლარში გაცემულ სესხებზე მოდის.

წინა სტატია

დრაივი, კაიფი და კარიერა
25 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციამ 66.3 პროცენტს მიაღწია
25 მაისი, 2015
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა