აგენტი-პროვოკატორი

United Talent Agency-ს ჰანა ტია ეხმარება ბრენდებს, რომლებსაც სურთ კონტაქტის დამყარება ახალგაზრდა გეიმერ გოგონებთან და თანახმა არიან, ამისთვის შვიდციფრიანი თანხა გადაიხადონ.

გიგანტური ეკრანების ახლოს, რომლებიც ვიდეოთამაშების ნიაღვრით ტბორავს E3-ს (ელექტრონული გასართობების საერთაშორისო გამოფენა), წიდაბლოკის კედელს მიყრდნობილი ჰანა ტია გაშმაგებული კრეფს ტექსტს თავის ტელეფონზე. United Talent Agency-ის წარმომადგენელი ამჟამად ახდენს არაფორმალური შეხვედრების კოორდინირებას გიგანტური სათამაშო შეკრების ფარგლებში M.A.C. Cosmetics-თან, რომლის ხელმძღვანელებიც ნიუ-იორკიდან გამოფრინდნენ მისი კლიენტების, 27 წლის ვალკირასა და 23 წლის ალექსია რეის შესახვედრად.

მათ ლოდინი მოუწევთ. მინის ჯიხურებში ჩაკეტილი ორი ქალი თამაშობს Borderlands 3-ს და ამგვარად სთავაზობს ამ შუტერ-თამაშის წინასწარ გაცნობას დაახლოებით 4,000-ს ადამიანს მათი 1.1 მილიონი Twitch-მიმდევრის საერთო რიცხვიდან და ლოს-ანჯელესის შეკრებების ცენტრში თავმოყრილ სხვა მაყურებელს. მათი ერთგული მიმდევრები, რომელთაგანაც ბევრი ქალია, ელიტარული კოსმეტიკის ბრენდის ახალ ბაზარს წარმოადგენს. M.A.C.-ის ტუჩსაცხი, რომლის შთაგონების წყაროც მობილური თამაში Honor of Kings-ი იყო, უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა, ამბობს კომპანიის უფროსობა. განმეორებითი წარმატებისათვის, ტიას დონის აგენტის ძიებაში მათ ძირითადად მამაკაცი გეიმერების წრეში გადაინაცვლეს.

“რეკლამის დამკვეთების უმეტესობას ძალიან აინტერესებდა ეს საუბრები, რადგან, მე ვფიქრობ, გეიმერის შესახებ მათ გარკვეული სტერეოტიპი აქვთ შექმნილი და როდესაც ჩემს სიას გაეცნენ, უმეტესად ასეთი რეაქცია ჰქონდათ: ‘კარგი, მაგრამ ეს ძალიან განსხვავებულია, მეტი მომიყევით’”, - ამბობს ტია. - პირველი განსხვავება აშკარაა: “ჩემი შემადგენლობის უმრავლესობა ქალია”.

26 წლის აგენტი ერთგვარ შერპის როლს ასრულებს კომპანიებისათვის Twitch-ზე ვიდეოგეიმ-სტრიმინგის მათთვის უცნობ გარემოში მოძრაობისას. ნილსენის თქმით, ზრდასრული ახალგაზრდა ამჟამად კვირაში რვა საათით ნაკლებ დროს უთმობს ტელევიზორს, ვიდრე ოთხი წლის წინ. ეს აიძულებს რეკლამის დამკვეთებს, სხვაგან ეძებონ წარმატება - eMarketer-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს თამაშების რეკლამირებისთვის $ 3.3 მილიარდი დახარჯოს, ანუ 16% -ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. Mastercard-ი, State Farm-ი, Honda და Nike-ი სპონსორობას უწევენ კიბერსპორტს - ახდენენ ვიდეოთამაშის კონკურსების ორგანიზებას - ზოგი მათგანი ასევე ცალკეულ მოთამაშეებს უზრუნველყოფს დიდი ონლაინ აუდიტორიით. გარიგებების მოცულობამ შეიძლება $10 მილიონს მიაღწიოს.

რეკლამის განმთავსებლებმა აღმოაჩინეს ასევე გეიმერი ქალებიც - ხშირად უყურადღებოდ დარჩენილი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ გეიმერების 46%-ს
ქალები შეადგენენ, ამბობს გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია (Entertainment Software Association). თამაში Fortnite-ის პოპულარობამ ორივე სქესის გეიმერთა შორის, სტრიმერი ქალები, იმეინ “Pokimane” ენისი (3.1 მილიონი Twitch-მიმდევარი) და რეიჩელ “Valkyrae” ჰოფსტეტერი (811 000 მიმდევარი) ვარსკვლავებად აქცია.

“არსებობს უამრავი პატარა გოგონა, რომლებსაც გეიმერობა სურთ, - ამბობს ტია, რეალითი TV-ზე გაზრდილი კანადელი. - ქალებს დიდი გავლენა აქვთ”.

თეთრ მაისურში, შავი ტყავის ქურთუკსა და ჯინსში, ტია უფრო თავის გეიმერ კლიენტებს ჰგავს, ვიდრე ჰოლივუდის ტრადიციულ აგენტს, მაიკლ ოვიცის სტილის გამოცდილ მოსაუბრეს, რომელიც The Grill-ში სადილობს ხოლმე.

ადგილები, სადაც ტია ხშირად სტუმრობს, ნაკლებად ტრადიციულია. მაგალითად, Magic Castle-ი, კერძო კლუბი, სადაც ხშირად დადიან ჯადოქრები. მომავალ კლიენტებს ტია ეძებს Twitch-ში, Instagram-სა და YouTube-ზე. თუ კლიენტში ის იპოვა, რაც აინტერესებს, იგი ასწავლის მას ჰეშტეგისა და ფოტოსესიის ნიუანსებს, დაჰყვება მას სათამაშო ტურნირებზე და ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც არის
Streamer Camp-ი - კოსტიუმირებული ბუთ-კემპის ნაირსახეობა.

სამუშაო მოგებიანია, თუმცა არა მილიონერის მასშტაბში, როგორიც, მაგალითად, ოვიცი და მისი ლეგენდარული 10%-ია. ტია მუშაობს UTA- სთვის მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიძინა ფირმა, რომელიც დააფუძნა ტიას ქმარმა და მისმა პარტნიორმა სნეფჩეტერებისა და სხვა ონლაინ გავლენების სამართავად. Forbes-ის შეფასებით, ტიას კალიბრის აგენტი წელიწადში დაახლოებით 75,000 დოლარს შოულობს, პლუს ბონუსი წლის ბოლოს. ხოლო უფროსი აგენტის შემოსავალი აღწევს $300,000-ს (UTA უარს ამბობს კომენტარზე.)

როდესაც კლიენტების შემოსავალი იზრდება, ანალოგიურად უნდა გაიზარდოს აგენტის შემოსავალიც. Mastercard-მა Pokimane და ტიას კიდევ ერთი კლიენტი Lily Ki (LilyPichu) თავისი ბრენდის ელჩებად დაასახელა League of Legends-ის ტურნირზე.

გეიმინგ გარნიტურის მწარმოებელმა HyperX-მა, iSpotTV-ის მკვლევართა შეფასებით 910 ათასი დოლარი დახარჯა რეკლამის სამჯერ გაშვებისათვის NBA-ის 2019 წლის ფინალის ტრანსლირების დროს და სამივე რეკლამაში Pokimane ფიგურირებდა. ტიამ გარიგებები დადო აქტიურ სოციალური ქსელ TikTok-თან (გეიმერ ლესლი ფუსთვის, იმავე Fuslie-თვის).

ჩვენ გირჩევთ

TBC 2019 წელს FDI-ის 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს

რა მიზნით და სიხშირით მოგზაურობენ ქართველები საქართველოში

TBC 2019 წელს FDI-ის 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს

TBC 2019 წელს FDI-ის 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს

წინა სტატია

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა
16 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 8 პროცენტით გაიზარდა
16 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა