ბოლო ერთ წელიწადში საშუალო ხელფასი 7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 180 ლარი შეადგინა. 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 2 394 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საქმიანობაში ყველაზე მეღალი ხელფასია, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით სექტორში ხელფასი 0.4%-ით არის შემცირებული.

საფინანსო სექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაშია - 1 900 ლარი. შემდეგ მოდის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი - 1 806 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 636 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 683 ლარით.

2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად სამთომომპოვებითი მრეწველობის სექტორში გაიზარდა - 20.2%-ით. შემდეგ მოდის ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 20.0%-ით. 5.6%-ით არის გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო მმართველობის სექტორში. საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად (9.5%-ით) სოფლის მეურნეობაში შემცირდა.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2019 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)

 

2019_II

2018_II

ზრდა

სულ

 1,180

 1,104

6.9%

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

    2,394

    2,403

-0.4%

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

    1,900

    1,793

6.0%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

    1,806

    1,711

5.6%

მშენებლობა

    1,773

    1,769

0.2%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

    1,542

    1,283

20.2%

ელექტროენერგიის, აირის  და ჰაერის მიწოდება

    1,471

    1,428

3.0%

ტრანსპორტირება და დასაწყობება

    1,456

    1,276

14.1%

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა

    1,371

    1,298

5.6%

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

    1,146

    1,072

6.8%

ხელოვნება, გართობა და დასვენება

    1,134

       960

18.1%

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები

    1,113

       927

20.0%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

    1,073

       986

8.8%

ჯანდაცვა

    1,071

       999

7.2%

დამამუშავებელი მრეწველობა

    1,066

       948

12.5%

სასტუმროები და რესტორნები

       921

       864

6.6%

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა

       790

       749

5.4%

სხვა სახის მომსახურება

       764

       822

-7.1%

სოფლის მეურნეობა

       683

       754

-9.5%

განათლება

       636

       591

7.5%

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა

წინა სტატია

ტურისტების ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოში მე-12, ევროპაში კი მე-4 ადგილზეა
16 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

По темпу роста числа туристов Грузия занимает 12-е место в мире и 4-е место - в Европе
16 სექტემბერი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა