მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი და ბილაინი - მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა წლის პირველ ნახევარში (იანვარი–ივნისი) 234.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (შემოსავალი დღგ–ს და აქციზის გარეშე). აქედან, კომპანიებმა ყველაზე მსხვილი შემოსავალი ივნისში მიიღეს – 41.1 მლნ ლარი.

კომპანიების მიხედვით შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:

მაგთი – 109.5 მლნ ლარი

ვიონი საქართველო – 41.7 მლნ ლარი

სილქნეტი/ჯეოსელი – 82.7 მლნ ლარი

ჯიმობაილ – 107 973 ლარი

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლები 4.9 მლნ ლარით გაიზარდა.

აქედან, 1.9 მლნ ლარით გაიზარდა კომპანია "მაგთის" შემოსავალი, ვიონი საქართველოსი 5 მლნ ლარით, ჯიმობაილის 41 ათასი ლარით, ხოლო სილქნეტი/ჯეოსელის კი 2.1 მლნ ლარით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიები სილქნეტი და ჯეოსელი დამოუკიდებლად ოპერირებდნენ, მათი შერწყმა 2018 წლის ნოემბერში მოხდა.

დღეს კომპანიების შემოსავლების ყველაზე დიდი წილი – 46.7% – კომპანია მაგთიზე მოდის, 35.3% სილქნეტი/ჯეოსელზე, ვიონი საქართველოზე კი 17.8%.

მობილური აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

მაგთი – 1,988,712

სილქნეტი / ჯეოსელი– 1,746,042

ვიონი – 1,207,976

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "მაგთიკომს” აქვს, შემდეგ "სილქნეტი|ჯეოსელს”, ხოლო ყველაზე მცირე თანხას მობილურ კავშირზე "ვიონი საქართველოს” აბონენტები ხარჯავენ.

კერძოდ, ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ივნისში (ARPU – Average Revenue per User (დღგ-ს და აქციზის გარეშე)) 8.06 ლარი შეადგინა და კომპანიების მიხედვით ის შემდეგია:

მაგთი – 9.47 ლარი

სილქნეტი/ჯეოსელი – 8.45 ლარი

ვიონი საქართველო – 6.17 ლარი

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4G ინტერნეტის მოხმარება 66%-ით გაიზარდა, ხოლო 4G ტრაფიკმა 75%-ს გადააჭარბა და 14 ათასი ტერაბაიტი შეადგინა. მეორე კვარტლის მონაცემებით, მობილურ ინტერნეტს უკვე 3 მილიონი აბონენტი მოიხმარს. მეორე კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ვიონი საქართველოს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 21%-ით, მაგთის კი, 2%-ით გაიზარდა. ხოლო, სილქნეტის აბონენტების რაოდენობა 0.5%-ით შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

დამამუშავებელ მრეწველობაში FDI 97%-ით გაიზარდა

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

წინა სტატია

ერიკ რაჯენდრა TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს უბრუნდება
18 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Туристы каких стран тратят больше всех денег и путешествуют дольше всех в Грузии
18 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა