საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი - იპოინვესტიცია წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის - იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა  მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. 

იპოინვესტიციის  შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

დამამუშავებელ მრეწველობაში FDI 97%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

წინა სტატია

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებს ასახელებს
19 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნის როუმერები ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს საქართველოში
19 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა