სამუშაო ძალის კვალიფიციურობით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეიტინგით, რომელშიც 140 ქვეყნის მონაცემია გაერთიანებული, მუშახელის კვალიფიკაციის დონით, საქართველო მსოფლიოში 70–ე ადგილზეა.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 5.3–ია. რეიტინგი ქვეყნებს ჯამში 7 ქულით აფასებს, სადაც 7 საუკეთესო, ხოლო 1 კი ყველაზე დაბალი შეფასებაა.

ერთ–ერთი კრიტერიუმი, რომლითაც რეიტინგი დგება, საშუალო განათლების მიღებას ეხება. კერძოდ, მოსახლეობის რა წილს აქვს სკოლა დამთავრებული. ამ კრიტერიუმით, საქართველო მსოფლიოში 30–ე ადგილზეა, – ქვეყანაში საშუალო განათლების სისტემებში ჩარიცხვის მაჩვენებელი 97.9%–ია.

ერთ–ერთი ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს ტრეინინგებისა და გადამზადების კომპონენტში აქვს. კერძოდ, კვლევისთვის რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს: რამდენად ზრუნავს თქვენს ქვეყანაში დამსაქმებელი კადრების გადამზადებაზე და რამდენად ხშირად ახდენს ინვესტირებას ტრეინინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაში? საქართველოს პოზიცია პერსონალის ტრეინინგებისა და გადამზადების მასშტაბით, მსოფლიოში 112–ია.

ყველაზე ცუდი შედეგი – მსოფლიოში 117–ე ადგილი საქართველოს კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხის კომპონენტში აქვს. აღნიშნული კრიტერიუმი ზომავს, თუ რამდენად კარგად ეპყრობიან კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს. საქართველოს სარეიტინგო ქულა 7–დან 4–ია, სადაც 7 საუკეთესო, 1 კი ყველაზე დაბალი შეფასებაა.

კვალიფიციური და საჭირო უნარ–ჩვევების მქონე კადრების სიმრავლის კრიტერიუმში კი საქართველო მსოფლიოში 111–ე ადგილზეა. კვლევის კითხვა შემდეგი იყო: რამდენად მარტივია თქვენს ქვეყანაში კომპანიებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და უნარ–ჩვევების მქონე კადრების მოძიება.

საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა უცხოელი კადრების დასაქმების კრიტერიუმში. ეს კრიტერიუმი ზომავს თუ რამდენად მარტივია ქვეყანაში უცხოელების დასაქმება.

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მას მოსდევს შვედეთი და იაპონია. რაც შეეხება საქართველოს რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში 48–ე ადგილზეა რუსეთი, 69–ზე უკრაინა, 77–ზე სომხეთი, 85–ზე ყაზახეთი.

ჩვენ გირჩევთ

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებს ასახელებს

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

წინა სტატია

რომელი ქვეყნის როუმერები ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს საქართველოში
19 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა
19 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა