საწვავის იმპორტი მცირდება

2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 676.8 ათასი ტონა, რაც 56.4 ათასი ტონით (7.7%-ით) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (733.2 ათასი ტონა).
მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 349.1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13.5 ათასი ტონით ანუ 3.7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 327.7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 42.9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 197.4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29.2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 190.5 ათასი ტონა (28.1%), აზერბაიჯანი - 122.4 ათასი ტონა (18.1%), თურქმენეთი - 69.6 ათასი ტონა (10.3%), ბულგარეთი - 60.3 ათასი ტონა (8.9%), საბერძნეთი - 35.4 ათასი ტონა (5.2%) და სხვა.