10 ქვეყანა, საიდაინაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,358,598 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753,648 შეადგინა, რაც 16,599-ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 2.3%).

"პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები ( ზრდა 43.7%), გაერთიანებული სამეფო (ზრდა 32.5%), პოლონეთი (ზრდა 31.6%), გერმანია (ზრდა 27.1%), საფრანგეთი (ზრდა 23.1%) და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი ზრდა 87.2%, ყირგიზეთი ზრდა 63.3%, ყაზახეთი ზრდა 53.4%, ჩინეთი ზრდა 34.3%, საუდის არაბეთი ზრდა 31.5% და სხვა", -აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

  • აზერბაიჯანი - 226 133 (+12.8%)
  • რუსეთი - 207 899 (-8.5%)
  • სომხეთი - 191 817 (+4.5%)
  • თურქეთი - 154 845 (+6.8%)
  • უკრაინა - 28 562 (+16.3%)
  • ისრაელი - 23 344 (+13.5%)
  • საუდის არაბეთი - 21 570 (+31.5%)
  • ირანი - 17 075 (-52%)
  • ყაზახეთი - 16 107 (+53.4%)
  • ბელარუსი - 13 844 (+5.3%)

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა

სამუშაო ძალის კვალიფიციურობით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Fuel imports are declining
19 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური კურსის ახალი რეკორდი: 1 დოლარი 2.9738 ლარი ღირს
19 სექტემბერი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა